საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას CAD ინჟინერის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
თანამდებობის დასახელება: CAD ინჟინერი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი
09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის სპეციფიკაციებისა და სამშენებლო გეგმების საფუძველზე საყალიბე სისტემების ზუსტი და დეტალური საყალიბე ნახაზების შემუშავება
- თითოეული პროექტისთვის საყალიბე სისტემების ზუსტი რაოდენობისა და ტიპის განსაზღვრა, ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
- პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან და კლიენტებთან თანამშრომლობა, პროექტის საჭიროებების შესაბამისად მორგებული სისტემების შეთავაზება
- სამშენებლო ნახაზებისა და დოკუმენტაციის გადახედვა და ანალიზი, ყველა საჭირო დეტალის გათავლისწინება და ასახვა გეგმაში
- შექმნილი პროექტების დაარქივება
- ინდუსტრიის სტანდარტებთან, უსაფრთხოების რეგულაციებთან და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა დიზაინის ყველა დოკუმენტში
- პროექტის პროცესის განმავლობაში საყალიბე ნახაზების რევიზია და განახლება, ყველა მოდიფიკაციის დოკუმენტირება
- ნახაზების ხარისხის შემოწმება სიზუსტისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად
- შესყიდვებისა და ლოჯისტიკის გუნდების მხარდაჭერა დეტალური ნახაზებით მასალების შეკვეთის განსასაზღვრად
- საჭირობეის შემთხვევაში კლიენტებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, ხარჯების გათვალისწინებისა და პროექტის ვადების შესახებ მოსაზრებების მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში ან სამშენებლო მიმართულებით
- სამშენებლო ინჟინერიის სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია
- AUTO CAD ცოდნა აუცილებელია;
- ARCHI CAD ცოდნა სასურველია;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- ინდუსტრიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების რეგულაციების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკების წარმოება.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:
www.gtcgroup.ge
გისურვებთ წარმატებებს